„მანჩესტერ სიტი“ პოლ პოგბას კანდიდატურას განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“, რომელსაც სერიოზული კრიზისის ნიშნები აქვს, განიხილავს ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გაფორმების შესაძლებლობას. დოპინგის მიღებისთვის დისკვალიფიკაცია, რომელიც 18 თვემდე შეამცირეს, მარტში ამოიწურება და ამის შემდეგ პოგბას ექნება მოედანზე დაბრუნების უფლება.
31 წლის ფეხბურთელს, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, ტრავმირებული როდრის შემცვლელად მოიაზრებენ.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ადრე „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. ფრანგს 2023 წლის მაისის შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა ოფიციალურ მატჩებში.