„მანჩესტერ სიტი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „პარი სენ-ჟერმენს“ არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია.

* რიად მაჰრეზმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

* მაჰრეზი მხოლოდ მეორე მოთამაშეა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ორივე მატჩში გაიტანა. პირველი იყო სადიო მანე „ლივერპულიდან“ 2017-18 წლების სეზონში.

* შეწყდა „პარი სენ-ჟერმენის“ 10-მატჩიანი მოგებების სერია გასვლით მატჩებში.

* „პარი სენ-ჟერმენს“ მოგებული ჰქონდა ბოლო ხუთი მატჩი, როცა სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა კილიან მბაპე. ეს სერიაც შეწყდა.

* „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონთა ლიგაზე შვიდმატჩიანი მოგებების სერია აქვს.

* ფილ ფოდენი ამ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც ყველა ტურნირზე მინიმუმ 10 გოლი (14) და შედეგიანი გადაცემა (10) შეასრულა.

* ხოსეპ გვარდიოლა მესამედ და 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

* „მანჩესტერ სიტი“ პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 11 თამაში მოიგო. მან „მანჩესტერ იუნაიტედის“ რეკორდი გააუმჯობესა.

* „მანჩესტერ სიტი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგია ფინალში.

* „მანჩესტერ სიტი“ 42-ე გუნდია, რომელიც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

 

მანჩესტერ სიტი-პსჟ     2:0 (2:1)

გოლები: 1:0 მაჰრეზი (11), 2:0 მაჰრეზი (63)

სიტი (4-3-3): ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, ზინჩენკო – ბერნარდო სილვა (82. სტერლინგი), ფერნანდინიო, გიუნდოგანი –  მაჰრეზი, დე ბრუინი (82. გაბრიელ ჟესუსი), ფოდენი (85. აგუერო).

პსჟ (4-2-3-1): ნავასი – ფლორენცი (75. დაგბა), მარკინიოსი, კიმპემბე, დიალო (83. ბაკერი) – ანდერ ერერა (62. დრაქსლერი), პარედესი (75. დანილო) – დი მარია, ვერატი, ნეიმარი – იკარდი (62. კინი).

გაძევება: დი მარია (69. პარი სენ-ჟერმენი)