„მანჩესტერ სიტის“ რთული სეზონი გრძელდება და გუნდის მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დაფიქრდა რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებასა და საკადრო ცვლილებებზე.
გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, ინგლისის ჩემპიონი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას აპირებს ტრანსფერზე დააყენოს ოთხი ფეხბურთელი. ირკვევა, რომ გვარდიოლა იმედგაცრუებულია ფორვარდ ჯეკ გრილიშის, ნახევარმცველების მატეუშ ნუნიეშისა და ჯეიმს მაკეიტისა და მცველ კაილ უოკერის თამაშით.
„მანჩესტერ სიტი“ შეეცდება ამ ოთხი ფეხბურთელის გაყიდვას და მათ ნაცვლად სხვა მოთამაშეების შეძენას.