„მანჩესტერ სიტი“ ოფიციალური წინადადებით მიმართავს ტიჯანი რეინდერსს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ უახლოეს დროში წინადადებას გააკეთებს ტიჯანი რეინდერსთან დაკავშირებით. ეს ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.
ნიდერლანდელ ნახევარმცველს სურს კონცენტრირებული იყოს „მილანის“ ბოლო მატჩებზე და „მანჩესტერ სიტი“ პატივს სცემს ამას. ამის შემდეგ, ინგლისური კლუბი ოფიციალურად მიმართავს მილანელებს. „სიტისთვის“ რეინდერსი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა „რვიანის“ პოზიციაზე.
ადრე იტყობინებოდნენ რეინდერსის მიმართ „რეალის“ დაინტერესების შესახებ.
მიმდინარე სეზონში სერია A-ში ნიდერლანდელმა 35 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.