„მანჩესტერ სიტი“ მზადაა როდრიში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს
„მანჩესტერ სიტი“ მზადაა როდრიში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს

„მანჩესტერ სიტის“ განზრახული აქვს მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველ როდრის (როდრიგო ერნანდესი) შეძენა. აღნიშნულ ინფორმაციას „ინსტაგრამზე“ ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.


წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ მზადაა „როდრიში“ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად ფეხბურთელს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება. მოლაპარაკებები ამ დღეებში გაგრძელდება.

22 წლის ესპანელმა 2018/2019 წლების სეზონზე ყველა ტურნირზე 47 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.