„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, „ლიდსის“ ნახევარმცველი 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, „ლიდსის“ ნახევარმცველი 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინოს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას კელვინ ფილიპსის გუნდში გადმოყვანა სურს, – იუწყება The Athletic.

გამოცემის ინფორმაციით, „სიტის“ წარმომადგენლები „ლიდსის“ 26 წლის ნახევარმცველს ოფიციალური წინადადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ და მზად არიან, რომ ტრანსფერში 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯონ.

აღნიშნავენ, რომ კელვინ ფილიპსის ტრანსფერს „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს და თავად ფეხბურთელსაც სურს „სიტის“ რიგებს შეუერთდეს.

ფილიპსის კონტრატი „ლიდსთან“ 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

დატოვე კომენტარი