„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, ჰაკიმიში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს
„მანჩესტერ სიტი“ მზად არის, ჰაკიმიში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს

„დორტმუნდის“ მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ, რომელზეც უფლებები „რეალს“ ეკუთვნის, შეიძლება კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.

როგორც რადიო „კადენა სერი“ იტყობინება, ინგლისური კლუბი მზად არის 21 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს, მაგრამ ტრანსფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა „მანჩესტერ სიტი“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაციის გაუქმებას.

ჰაკიმი „დორტმუნდში“ იჯარის წესით 2018 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მის ანგარიშზე 42 მატჩში ცხრა გოლი მოდის. გერმანული კლუბი ცდილობს ფეხბურთელის იჯარის გაგრძელებას, მაგრამ პრესში დაიწერა, რომ ჰაკიმი „რეალში“ დაბრუნდება და მადრიდულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.