„მანჩესტერ სიტი“ მაურისიო პოჩეტინოს მიწვევას აპირებს
„მანჩესტერ სიტი“ მაურისიო პოჩეტინოს მიწვევას აპირებს

„მანჩესტერ სიტი“ აპირებს კონტრაქტი შესთავაზოს არგენტინელ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს. იტყობინებიან, რომ „სიტიმ“ შეიძლება არ გაუგრძელოს კონტრაქტი ხოსეპ გვარდიოლას, რომლის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოჩეტინოს კანდიდატურას აქტიურად განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედი“.

პრემიერლიგაში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ, „მანჩესტერ სიტი“ ოთხი ქულით ცხრილში მე-14 ადგილზეა.