„მანჩესტერ სიტი“ ლიონელ მესის შესაძენად ემზადება
„მანჩესტერ სიტი“ ლიონელ მესის შესაძენად ემზადება

ESPN-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ ცდილობს გაარკვიოს, რა დაუჯდება კლუბს „ბარსელონადან“ ლიონელ მესის გადაბირება.

„ქალაქელები“ იაზრებენ, რომ არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ თუ კატალონიელებმა მისი გაყიდვა მოინდომეს , „სიტის“ სურს, ამისთვის მზად იყოს.

ინგლისური კლუბი ასევე ცდილობს გაარკვიოს, მესის შეძენის შემთხვევაში, დაარღვევენ თუ არა ფინანსურ ფეარ-პლეის (სამართლიანი თამაშის წესებს).

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ წინააღმდეგ საშინელი კრახი განიცადა, მედიაში აქტიურად იწერება მესის წასვლის შესახებ.

33 წლის ფეხბურთელის შეძენით აქამდე „ინტერი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იყო დაინტერესებული. გავრცელდა ინფორმაცია რომ კატალონიელები მესის 700 მილიონ ევროს აფასებენ.