„მანჩესტერ სიტი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერს განიხილავს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები „პარი სენ-ჟერმენს“ იტალიელი მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდნენ, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი წერს, „პარი სენ-ჟერმენი“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო „სიტისთვის“ ტრანსფერი იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამჟამინდელ პირველ ნომერს, ედერსონს გაყიდის.

ფაბრის ჰოუკინსის ინფორმაციით, ჯანლუიჯი დონარუმას „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება მიმდინარე ზაფხულშივე სურს. ფეხბურთელი კლუბმა უეფა-ს სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა.

ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ-ჟერმენის“ წევრი 2021 წელს გახდა. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მან რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა და 2025 წლის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაც მოხვდა.