მანჩესტერ სიტი ინგლისის თასის ფინალშია (ვიდეო)
ინგლისის თასის გათამაშებაში პირველი ფინალისტი მანჩესტერ სიტი გახდა, მას შემდეგ, რაც ნახევარფინალში 1:0 დაამარცხა ბრაიტონი.
სიტიმ ანგარიში უკვე მეოთხე წუთზე გახსნა – გაბრიელ ჟესუსმა კევინ დე ბრუინის პასით გაიტანა. დარჩენილ დროში გოლი არ გასულა და სიტიმ მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე. ამით ხოსეპ გვარდიოლამ გაიმეორა კენი დალგლიშის მიღწევა: 2011-12 წლების სეზონში, დალგლიშმა ლივერპული ინგლისის ლიგის თასისა და ინგლისი თასის ფინალში გაიყვანა.
მანჩესტერ სიტის მეტოქე ფინალში კვირას, ვულვერჰემპტონისა და უოტფორდის მატჩში გაირკვევა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) 6 April 2019