„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ასოციაციის თასის პირველი ფინალისტი გახდა #1TVSPORT

22:17, 25.04.2026

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ „საუთჰემპტონი“ 2:1 დაამარცხა და ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა.

უემბლიზე გამართული მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა და მეორე ლიგის წარმომადგენელი „საუთჰემპტონი“ ახლოსაც იყო, ფინალში გასულიყო. 79-ე წუთზე ეს გუნდი აზაზმა დააწინაურა. 83-ე წუთზე წონასწორობა ჟერემი დოკუმ აღადგინა, ხოლო გადამწყვეტი გოლი შორი მანძილიდან 87-ე წუთზე ნიკო გონსალესმა გაიტანა.

შედეგად, „მანჩესტერ სიტი“ უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ისტორიაში მეთხუთმეტედ ითამაშებს – „ქალაქელებმა“ ტიტული შვიდჯერ მოიგეს.

მეორე ფინალისტი „ლიდსისა“ და „ჩელსის“ შეხვედრაში 26 აპრილს გაირკვევა.

მსგავსი