„მანჩესტერ სიტი“ ჰალანდს კონტრაქტზე მოელაპარაკა, ნორვეგიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთანაშე გახდება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ მოელაპარაკა „დორტმუნდის“ ფორვარდს ერლინგ ჰალანდს კონტრაქტზე, რომლის მიხედვითაც ნორვეგიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება, – ამტკიცებს გაზეთი „დეილი მეილი“. 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი კვირაში 600 ათას ევროს გადააჭარბებს.
ელოდებიან, რომ „მანჩესტერ სიტი“ გააქტიურებს ჰალანდის მოქმედ კონტრაქტში არსებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ინგლისურ კლუბს შეეძლება „დორტმუნდიდან“ ფეხბურთელის 75 მილიონ ევროდ შეძენა.
ჯერჯერობით, ამ ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურება არ არსებობს.
ჰალანდს „დორტმუნდის“ რიგებში 85 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზეა 82 გოლი და 23 შედეგიანი გადაცემა.