„მანჩესტერ სიტი“ ჰალანდისთვის ოთხ ფეხბურთელს გაყიდის 1TVSPORT
BOCHUM, GERMANY - DECEMBER 11: Erling Haaland of Borussia Dortmund reacts following the Bundesliga match between VfL Bochum and Borussia Dortmund at Vonovia Ruhrstadion on December 11, 2021 in Bochum, Germany. (Photo by Joosep Martinson/Getty Images)
„მანჩესტერ სიტი“ ოთხი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს, რათა „დორტმუნდიდან“ შეიძინოს ფორვარდი ერლინგ ჰალანდი.
ფერან ტორესის გარდა, რომლის ტრანსფერის შესახებ „ბარსელონაში“ ძალიან მალე ოფიციალურად გამოცხადდება, „სიტის“ სურს გაუშვას მცველები – პედრო პორო და კო იტაკურა, აგრეთვე ნახევარმცველი მორგან როჯერსი.
სამივე მათგანი დღეს იჯარით სხვა კლუბებში არიან. და ეს კლუბები აპირებენ მათ გამოსყიდვას. „სპორტინგი“ მზად არის პოროში გადაიხადოს 9.5 მილიონი ევრო. „შალკეს“ შეუძლია იტაკურაში ექვსი მილიონი გადაიხადოს, როჯერსი კი „ბორნმუთში“ 10.6 მილიონ ევროდ გადავა. ამასთან, როჯერსის ღირებულება, შესაძლოა, 14 მილიონამდე გაიზარდოს, თუ „ბორნმუთი“ პრემიერლიგაში გადავა.