„მანჩესტერ სიტი“ გუარდიოლას შემცვლელად ფაბრეგასს განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა იტალიური „კომოს“ მთავარ მწვრთნელს სესკ ფაბრეგასს განიხილავს მოქმედი მწვრთნელის პეპ გუარდიოლას შემცვლელად.
როგორც ვებგვერდი Football Transfers იტყობინება, ერთი ესპანელი სპეციალისტის მეორეთი შეცვლა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც გვარდიოლა გადაწყვეტს „მანჩესტერ სიტის“ დატოვებას.
ფაბრეგასის „კომო“ გასულ სეზონში სერია A-ში მეათე ადგილზე გავიდა. ადრე იტყობინებდნენ, რომ 39 წლის სპეციალისტით ინტერესდებოდნენ „ლევერკუზენი“ და „ინტერი“.