„მანჩესტერ სიტი“ ფინანსური წესების დარღვევაში დამნაშავედ გამოაცხადეს – კლუბს ტიტულების ჩამორთმევა და პრემირლიგიდან გარიცხვა ემუქრება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ფინანსური წესების დარღვევასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს, გარდა ერთისა, – იუწყება გამოცემა The Athletic.
მოსალოდნელია, რომ კლუბი დამოუკიდებელი კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. სანქციები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, პროცესი გრძელდება.
სანქციები შეიძლება მოიცავდეს ტიტულების ჩამორთმევას, ქულების დაკლებას, ფინანსურ ჯარიმასა და ინგლისის პრემიერლიგიდან გარიცხვას.
შეახსენებთ, რომ 2023 წლის თებერვალში პრემიერლიგამ „მანჩესტერ სიტის“ 2009-დან 2018 წლამდე პერიოდში ფინანსური წესების 115 სხვადასხვა დარღვევაში წაუყენა ბრალი. მოგვიანებით, გაზეთმა The Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმე ეხებოდა არა 115, არამედ 130 დარღვევას. 2024 წლის დეკემბერში საქმეზე მოსმენები დასრულდა და თითქმის ორი წლის შემდეგ გამოცხადდა საბოლოო ვერდიქტი.