„მანჩესტერ სიტი“ ფიფა-სგან ყველაზე მეტ თანხას მიიღებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ფეხბურთელების გაშვებისთვის #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ფიფა-სგან ყველაზე მეტ თანხას მიიღებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ფეხბურთელების გაშვებისთვის #1TVSPORT

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) გამოაქვეყნა ანგარიში იმ კლუბებისთვის ფინანსური ანაზღაურების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე საკუთარი ფეხბურთელები მიავლინეს.

ყველაზე მეტი თანხა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ფეხბურთელების გაშვების სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტიმ“ მიიღო – 4.59 მილიონი დოლარი.

შემდეგ მოდიან: „ბარსელონა“ (4.53 მილიონი), „ბაიერნი“ (4.3), „რეალი“ (3.83), „პარი სენ-ჟერმენი“ (3.80), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (3.32), „ჩელსი“ (3.25), „ატლეტიკო“ (3.23) და „იუვენტუსი“ (3.04).