„მანჩესტერ სიტი“ არ აპირებს ლეროი სანესთვის ფასის დაკლებას
„მანჩესტერ სიტი“ არ აპირებს ლეროი სანესთვის ფასის დაკლებას

„მანჩესტერ სიტი“ არ აპირებს დათმობებზე წასვლას ლეროი სანესთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში, იუწყება ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“.

24 წლის გერმანელის შეძენის სურვილს მიუნხენის „ბაიერნი“ გამოთქვამს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელს 30 მილიონ ფუნტ სტერლინგად (33 მილიონი ევრო) გადაიბირებს, თუმცა ინგლისელებს ეს ვარიანტი არ აკმაყოფილებთ. ამჟამად სანეს სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი „ბაიერნში“ გადასვლასთან შარშანაც იყო ახლოს, თუმცა შემდეგ ჯვარედინი იოგის ტრავმა მიიღო და ეს შეთანხმება ჩაიშალა. გერმანიის მოქმედი ჩემპიონები მაშინ მზად იყვნენ, ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო გადაეხადათ.