„მანჩესტერ სიტი“ ანსუ ფატის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ ანსუ ფატის შეძენას გეგმავს #1TVSPORT

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ანსუ ფატი, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტის“ რიგებს შეუერთდეს, – იუწყება El Nacional.

გამოცემის ინფორმაციით, გვარდიოლა 19 წლის ესპანელის ტრანსფერით არის დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც კლუბის შეცვლა სურს, რადგან სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა.

ანსუ ფატი „ბარსელონას“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონის 13 მატჩში ახალგაზრდა თავდამსხმელმა მოედანზე მხოლოდ 388 წუთი დაჰყო, გაიტანა ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ფატის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.