„მანჩესტერ სიტი“ ამზადებს წინადადებებს მესისთვის და რამოსისთვის
„მანჩესტერ სიტი“ ამზადებს წინადადებებს მესისთვის და რამოსისთვის

„მანჩესტერ სიტი“ სერიოზულად ფიქრობს შემადგენლობის გაძლიერებას.

როგორც ESPN წერს, „სიტი“ ამზადებს წინადადებას „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესისთვის და „რეალის“ მცველ სერხიო რამოსისთვის. ორივე ფეხბურთელს კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება და უკვე პირველ იანვარს ინგლისურ კლუბს შეეძლება მოელაპარაკოს ამ მოთამაშეებს გადასვლაზე თავისუფალი აგენტის სტატუსით.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ რამოსზე ასევე პრეტენზიას აცხადებს „პარი სენ-ჟერმენი“.