„მანჩესტერ სიტი“ ამ კვირას ენცო ფერნანდესს გაიფორმებს #1TVSPORT

16:51, 24.08.2026

„მანჩესტერ სიტი“ ახლოს არის „ჩელსიდან“ ნახევარმცველ ენცო ფერნანდესის შეძენასთან და, პარალელურად, ამზადებს ნიკო გონსალესის წასვლას „ნიუკასლში“. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ.

„სიტი“ იმედოვნებს ფერნანდესის გარიგების ამ კვირას დახურვას. ამასთან, „ჩელსის“ მოთხოვნა გაიზარდა – ახლა, ლონდონურ კლუბს, 120 მილიონი ევროს ნაცვლად, 140 მილიონის მიღება სურს.

ამასთან, „მანჩესტერ სიტი“ აფორმებს ნიკო გონსალესის წასვლას – ნახევარმცველი ახლოსაა „ნიუკასლთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან.

მსგავსი