„მანჩესტერ სიტი“ აგუეროს კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
„მანჩესტერ სიტი“ აგუეროს კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა ფიქრობს იმაზე, რომ ახალი კონტრაქტი შესთავაზოს ფორვარდ სერხიო აგუეროს.

ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი, რომელიც 32 წლისაა, „მანჩესტერ სიტის“ 2022 წლის ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვებდა და მშობლიურ „ინდეპენდიენტეში“ დაბრუნდებოდა. თუმცა, როგორც გაზეთი „მირორი“ იტყობინება, მანჩესტერლებმა ჯერ ვერ იპოვნეს აგუეროს შემცვლელი და მზად არიან ფორვარდს ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება შესთავაზონ.

აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია – 254 გოლი 370 მატჩში. მუხლზე ოპერაციის გამო, არგენტინელმა წლევანდელი სეზონი ვადაზე ადრე დაასრულა.

დატოვე კომენტარი