„მანჩესტერ სიტი“ 60-65 მილიონ ევროს იხდის ანდრეა კამბიაზოში #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ 60-65 მილიონ ევროს იხდის ანდრეა კამბიაზოში #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტი“ „იუვენტუსისთვის“ ამზადებს 60-65-მილიონიან წინადადებას 24 წლის მარცხენა მცველის ანდრეა კამბიაზოს შესაძენად. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.

წყაროს ცნობით, ტურინულ კლუბს სურს უფრო მეტი თანხის გამომუშავება კამბიაზოს გაყიდვით. „მანჩესტერ სიტი“ მზად არის შესთავაზოს იტალიელ ფეხბურთელს ხუთწლიანი კონტრაქტი ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ამ სეზონში კამბიაზომ ყველა ტურნირზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება „იუვენტუსთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.