მანჩესტერ იუნაიტედში ხელფასებს შეამცირებენ
მანჩესტერ იუნაიტედში ხელფასებს შეამცირებენ

მანჩესტერ იუნაიტედი მზად არის შეამციროს თავისი მოთამაშეების ხელფასები, თუ კლუბი ვერ მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის შედეგების მიხედვით. კერძოდ, ფეხბურთელებს ხელფასების 25 პროცენტით შემცირება ემუქრებათ, – წერს გაზეთი სანი.

ამ მომენტისთვის მანჩესტერ იუნაიტედი მეექვსე ადგილზეა ინგლისის ჩემპიონატში და მეოთხე ადგილზე მყოფ ტოტენჰემს სამი ქულით ჩამორჩება.

ოთხშაბათს მანჩესტერმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩი წააგო შინ ბარსელონასთან (0:1).

დატოვე კომენტარი