„მანჩესტერ იუნაიტედში“ ექვსი ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავენ
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ექვსი ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთდროულად ექვსი ფეხბურთელის გასხვისებას აპირებს, – იუწყება The Telegraph.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისელები ტრანსფერზე შემდეგ მოთამაშეებს დააყენებენ: დიოგო დალოტი, კრის სმოლინგი, მარკოს როხო, ფილ ჯონსი, ჯესი ლინგარდი და ალექსის სანჩესი.

მანჩესტერული გრანდი საყოველთაო ფინანსური კრიზისით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ცდილობს და ამავდროულად, სურს, რომ გუნდში „დორტმუნდის“ვარსკვლავი, ჯეიდონ სანჩო გადმოიყვანოს.

პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

სატურნირო ცხრილში მანჩესტერული გრანდი მეხუთე ადგილზე იმყოფება, ინგლისის ჩემპიონატის დასრულებამდე კი სამი ტურია დარჩენილი.

დატოვე კომენტარი