მანჩესტერ იუნაიტედში დაშავებულ ფეხბურთელთა რაოდენობამ 10-ს მიაღწია
მანჩესტერ იუნაიტედში დაშავებულ ფეხბურთელთა რაოდენობამ 10-ს მიაღწია

კრისტალ პალასის წინააღმდეგ გასვლითი თამაშისთვის, რომელიც ოთხშაბათს, 27 თებერვალს არის დაგეგმილი, მანჩესტერ იუნაიტედს ტრავმების გამო 10 ფეხბურთელი დააკლდება.

გუნდს ვერ დაეხმარებიან ანდერ ერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდი, რომლებიც ლივერპულის წინააღმდეგ გამართულ საშინაო მატჩში დაშავდნენ, რის გამოც მარკუს რეშფორდი იძულებული გახდა თამაში კოჭის ტკივილით დაესრულებინა.

გარდა ამისა, მერსისაიდელების წინააღმდეგ მატჩი გამოტოვეს ნემანია მატიჩმა, ენტონი მარსიალმა, ფილ ჯონსმა, მატეო დარმიანმა და ანტონიო ვალენსიამ, რასაც 17 წლის მეისონ გრინვუდის პრობლემებიც ემატება.

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მატეო დარმიანი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ის ჯერ სრულად არ გამოჯანმრთელებულა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედს ამჟამად 52 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა.