„მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრენდან როჯერსს სოლსკიაერის შემცვლელად მოიაზრებენ #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედში“ ბრენდან როჯერსს სოლსკიაერის შემცვლელად მოიაზრებენ #1TVSPORT

„ლესტერის“ მთავარ მწვრთნელს, ბრენდან როჯერსს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის, ოლე გუნარ სოლსკიაერის შემცვლელად მოიაზრებენ, – იუწყება ESPN.

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო მატჩში მანჩესტერულმა გრანდმა „ლივერპულს“ უმასპინძლა და საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა – 0:5.

პრესაში ადრე გვარცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობამ მთვარ მწვრთნელის მდგომარეობის გამოსასწორებლად სამმატჩიანი ვადა მისცა.

უახლოეს სამ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში „ტოტენჰემსა“ და თანაქალაქელ „სიტის“ უნდა დაუპირისპირდეს, ჩემპიონთა ლიგაზე კი – „ატალანტას“.

საინტერესოა, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ლესტერს“ თანაბარი ქულები აქვთ. ორივე გუნდს ცხრა ჩატარებული მატჩი, ოთხი მოგება, ორი ფრე, სამი მარცხი და 14 ქულა აქვს.

დატოვე კომენტარი