„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „არსენალს“ მატუიდის გადაბირების იმედი ჯერ არ დაუკარგავთ
„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „არსენალს“ მატუიდის გადაბირების იმედი ჯერ არ დაუკარგავთ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ შესაძლოა, კლუბი დატოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი კონტრაქტი სულ რამდენიმე დღის წინ გააფორმა. როგორც იტალიური ინტერნეტგვერდი „კალჩომერკატო“ იუწყება, ფრანგის გადაბირებას ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ შეეცდებიან. გარდა ამისა, საუბარია მატუიდის სამშობლოში დაბრუნებაზეც, სადაც მას გაშლილი ხელებით ელოდებიან „ლიონში“.

„იუვენტუსის“ ღირსებას 32 წლის ბლეზ მატუიდი 2017 წლიდან იცავს, მანამდე კი „პარი სენ-ჟერმენის“, „სენტ-ეტიენისა“ და „ტრუას“ ფეხბურთელლი იყო. საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი 2010 წელს ჰქონდა.

დატოვე კომენტარი