„მანჩესტერ იუნაიტედს“ რალფ რანგნიკის მიწვევა სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ რალფ რანგნიკის მიწვევა სურს

„ლაიპციგის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს, – იტყობინება გამოცემა Sport Bild.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა 61 წლის სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავს. დღეისთვის, რანგნიკი კომპანია „რედ ბულის“ სპორტულ განყოფილებას ხელმძღვანელობს.

აგრეთვე იტყობინებიან, რომ თავად რანგნიკი ნიკო კოვაჩის გადაყენების შემთხვევაში, თანახმაა მიუნხენის „ბაიერნისგან“ შემოთავაზება მიიღოს. ამ ზაფხულს მხარეებს ჰქონდათ კონტაქტი, მაგრამ „ბაიერნის“ პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ხორვატი სპეციალისტის მხარი დაიჭირა.

აღნიშნავენ, რომ გუნდში რანგნიკის მიწვევის იდეას იწონებს „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე.