„მანჩესტერ იუნაიტედს“ ობამეიანგის შეძენა სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ობამეიანგის შეძენა სურს

ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეინაგი, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს.

როგორც „თოქსპორთ“ (talkSPORT) იტყობინება, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზად არის გაბონელ თავდამსხმელში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

“იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბი ობამეიანგს განიხილავს, როგორც რომელუ ლუკაკუს შემცვლელს, რომელიც, შესაძლოა, მილანის “ინტერში” გადავიდეს.

გასულ სეზონში ობაიეიანგს 51 ოფიციალური მატჩი დაუგროვდა, 31 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.

უფრო ადრე, ობამეიანგმა „არსენალი“ საკუთარი „ინსტაგრამიდან“ ამოშალა.