„მანჩესტერ იუნაიტედს“ მურიკის შეძენა სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მურიკის შეძენა სურს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კოსოვოს ეროვნული ნაკრების ლიდერის ვედად მურიკის გადაბირება სურს. ამ ფეხბურთელს კლუბის სკაუტები ინგლისისა და კოსოვოს ნაკრებების შეხვედრისას აკვირდებოდნენ.

როგორც ირკვევა, კოსოვოელის შეძენა პირადად სურს „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ოლე გუნარ სოლსკიაერს.

ამ დროისათვის მურიკი „ფენერბახჩეში“ თამაშობს. თურქულ კლუბში ის ზამთარში გადავიდა. ეს სეზონი თავდამსხმელმა კარგად დაიწყო – სამ სასტარტო შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა.