„მანჩესტერ იუნაიტედს“ მოურინიოს ნაადრევად გათავისუფლება საკმაოდ ძვირი დაუჯდება
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მოურინიოს ნაადრევად გათავისუფლება საკმაოდ ძვირი დაუჯდება

იმ შემთხვევაში თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მოინდომებს ჟოზე მოურინიოს გუნდიდან გაშვებას, მათ მოუწევთ, რომ პორტუგალიელს 18 მილიონი ფუნტი სტერლინგი კომპენსაციის სახით გადაუხადოს.

ამგვარი პუნქტი არის კონტრაქტში, რომელსაც მოურინიომ 11 თვის წინ მოაწერა ხელი მის ამჟამინდელ გუნდთან. „იუნაიტედი“ ამ დროისთვის ინგლისის პრემიერ ლიგაში 26 ქული 6-ე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 19 ქულით ჩამორჩება.

„ჩემპიონთა ლიგის“ ზონას კი მოურინიოს გუნდს 11 ქულა აშორებს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის პლეი-ოფში „წითელი ეშმაკები“ „პარის სენჟერმენს“ დაუპირისპირდებიან.