მანჩესტერ იუნაიტედს მოურინიოს გაშვება 20 მილიონზე მეტი დაუჯდა

18:43, 14.02.2019

ჟოზე მოურინიოს თანამდებობიდან გაშვება მანჩესტერ იუნაიტედს 19.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი (22.2  მილიონი ევრო) დაუჯდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი დეკემბერში გაუშვეს და პირგასამტეხლოს სახით 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს, რასაც მისი შტაბის წევრებისთვის გადახდილი 4.6 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაემატა.

აღსანიშნავია, რომ მეკარეების მწვრთნელი ემილიო ალვარესი, რომელიც ასევე მუშაობდა მოურინიოს შტაბში, ისევ გუნდშია და სოლსკიაერთან ერთად მუშაობს.

მსგავსი