„მანჩესტერ იუნაიტედს“ მედისონის გადაბირება სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ მედისონის გადაბირება სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მიმდინარე ზაფხულში ყურადღებას ბრიტანელ ფეხბურთელებზე გაამახვილებს. „წითელმა ეშმაკებმა“ ახალგაზრდა უელსელი შემტევი დენიელ ჯეიმსი უკვე დაიმატეს.

გამოცემა „ინდეპენდენტის“ ცნობით, ინგლისის ყველაზე სახელოვანი კლუბის პრიორიტეტული მიზანი „ლესტერის“ შემტევი ნახევარმცველის, ჯეიმს მედისონის გადაბირება იქნება.

„ლესტერმა“ შესაძლოა მედისონის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვოს.

უელსელი „მელიებმა“ 20 მილიონ ევროდ გასულ წელს „ნორვიჩისგან“ შეიძინეს.