მანჩესტერ იუნაიტედს კოპენჰაგენის დასამარცხებლად 90 წუთი არ ეყო (ვიდეო)

ევროპალიგის მეოთხედფინალში ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია „მანჩესტერ იუნაიტედს“ დანიურმა „კოპენჰაგენმა“. მატჩის 90 წუთი ისე მიილია, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

დამატებითი დრო 4 წუთის დაწყებული იყო, როცა დანიელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი გოლად ფერნანდესმა აქცია და „მანჩსეტერი“ 1/2 ფინალში გაიყვანა, სადაც მისი მეტოქე „ვულვერჰემტონისა“ და „სევილიას“ წყვილში გამარჯვებული იქნება.