„მანჩესტერ იუნაიტედს“ ფლორენტინუ ლუიშის შეძენა სურს
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ფლორენტინუ ლუიშის შეძენა სურს

„ბენფიკას“ საყრდენი ნახევარმცველი ფლორენტინუ ლუიში მანჩესტერული გრანდის ინტერესის სფეროში მოექცა, – იუწყება ESPN.

წყაროს ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენლებმა ფლორენტინუ ლუიშის ტრანსფერის თაობაზე „ბენფიკას“ ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

ლუიშის კონტრაქტი „ბენფიკასთან“ 2024 წლამდეა ძალაში. პორტუგალიელები ფეხბურთელს 45 მილიონ ევროდ აფასებენ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენტინუს ტრანსფერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი კონკურენტი „მილანი“ იქნება.