„მანჩესტერ იუნაიტედს" არაბი მყიდველი გამოუჩნდა
„მანჩესტერ იუნაიტედს" არაბი მყიდველი გამოუჩნდა

საუდის არაბეთის პრინცი, 34 წლის მოჰამედ ბინ სალმანი „მანჩესტერ იუნაიტედის” შეძენითაა დაინტერესებული. 3.5 მილიარდი ევრო ის თანხაა, რომელსაც ის ინგლისურ გრანდში დააბანდებს.

ბოლო დროს, მანჩესტერელი ქომაგები ღიად უპირისპირდებიან კლუბის ამჟამინდელ მეპატრონეს – გლეიზერების ოჯახს. გარდა ამისა, დღევანდელი ფინანსური მდგომარეობით, „იუნაიტედს“ ძალიან უჭირს თანაქალაქელ „სიტისთან“ კონკურენცია.