„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო - კრიშტიანო რონალდომ და კაზემირომ შეცვლაზე ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო - კრიშტიანო რონალდომ და კაზემირომ შეცვლაზე ითამაშეს [ვიდეო] #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ერიკ თენ ჰაგის გუნდმა სტუმრად 1:0 დაამარცხა „საუთჰემპტონი“. ერთადერთი გოლი 55 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა გაიტანა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

დე ხეა, გიოგო დალოტი, ვარანი, მარტინესი, მალასია, ერიქსენი (ფრედი, 90), ბრუნო ფერნანდეში, მაკტომინეი, რეშფორდი, სანჩო (კრიშტიანო რონალდო, 68), ელანგა (კაზემირო, 80).

ოთხი ტურის შემდეგ. „იუნაიტედს“ ექვსი ქულა აქვს.