„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ყატარში შეკრება გააუქმა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ყატარში შეკრება გააუქმა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უსაფრთხოების მოსაზრებებით უარი თქვა ყატარში შეკრებაზე, რომელიც თებერვალში იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „გარდიანმა“. კერძოდ, ინგლისურ კლუბს პაუზა აქვს 1-17 თებერვალს.

„არსებობს ისეთი ნიუანსები, რაც უფრო მეტად გვაღელვებს, ვიდრე ფეხბურთი. ჩვენ ვგეგმავდით ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას, მაგრამ ახლა გეგმები გაუქმებულია. ფეხბურთელები დამატებით გამოსასვლელ დღეს მიიღებენ, ჩვენ დავრჩებით ევროპაში“, – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა.

სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ირანისა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტის შემდეგ დაიძაბა.