„მანჩესტერ იუნაიტედმა“ წელი „ასტონ ვილასთან“ მოგებით გახსნა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ წელი „ასტონ ვილასთან“ მოგებით გახსნა

ინგლისის პრემიერლიგაში 1 იანვარს ორი მატჩი გაიმართა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო „ევერტონმა“ შინ „ვესტ ჰემთან“ დათმო – 0:1.

მანჩესტერელებს გამარჯვება 61-ე წუთზე ფერნანდესის ზუსტად შესრულებულმა თერთმეტმეტრიანმა მოაპოვებინა. მანამდე გუნდებმა გოლები გაცვალეს – მარსიალის გოლს ტრაორემ უპასუხა.

16 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ 33 ქულა აქვს და პირველ-მეორე ადგილებს „ლივერპულთან“ იყოფს.