„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვეგჰორსტი იჯარით აიყვანა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვეგჰორსტი იჯარით აიყვანა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა „ბარნლისა“ და ნიდერლანდების ნაკრების ფორვარდის, ვაუტ ვეგჰორსტის იჯარის შესახებ.

30 წლის ფეხბურთელის საიჯარო ხელშეკრულება ინგლისურ კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

2022-23 წლების სეზონის პირველი ნაწილი ვეგჰორსტმა ასევე იჯარით „ბეშიქთაშში“ გაატარა და 18 მატჩში ცხრა გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა დააგროვა.