„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თითქმის დაასრულა ედერსონის ტრანსფერი #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თითქმის დაასრულა ედერსონის ტრანსფერი #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახლოს არის 2026-27 წლების სეზონისთვის პირველი ტრანსფერის განხორციელებასთან. კერძოდ, ლაპარაკია „ატალანტადან“ ნახევარმცველ ედერსონის შეძენაზე.

ინტერნეტგამოცემა Sportitalia იტყობინება, რომ მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია. „ატალანტა“ მიიღებს 48 მილიონ ევროს, კიდევ ხუთი მილიონი გათვალისწინებული იქნება ბონუსების სახით.

ამ სეზონში ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სერია A-ში 30 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.