„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სოლსკიაერის გაშვება გადაწყვიტა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სოლსკიაერის გაშვება გადაწყვიტა #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კონტრაქტის გაუქმება მთავარ მწვრთნელთან ოლე-გუნარ სოლსკიაერთან, – ამტკიცებს გაზეთი The Times.

ამგვარი გადაწყვეტილება საგანგებო შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც პრემიერლიგის მე-12 ტურში „უოტფორდთან“ წაგების (1:4) შემდეგ გაიმართა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ არნოლდს დაევალა ნორვეგიელ სპეციალისტთან კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, სოლსკიაერს კომპენსაციის სახით 7.5 მილიონი ფუნტი ეკუთვნის.

ინგლისის ჩემპიონატის 12 ტურის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 17 ქულით მეშვიდე ადგილზეა სატურნირო ცხრილში.