„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანდრო ტონალისთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესს გამოთქვამს „ნიუკასლის“ ნახევარმცველის, სანდრო ტონალის მიმართ.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერელებმა უკვე დაადასტურეს დაინტერესება და პირველი კონტაქტი ჰქონდათ იტალიელი ფეხბურთელის აგენტებთან.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ამ მომენტისთვის არანაირი შეთანხმება არ არსებობს და მოლაპარაკებებში პროგრესი არ შეინიშნება. „ნიუკასლში“ ელოდებიან, რომ ზაფხულში ტონალის გარშემო, შეიძლება, სერიოზული აქტივობა იყოს სატრანსფერო ბაზარზე.
ამ სეზონში ტონალიმ ყველა ტურნირზე 47 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.