„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანჩოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სანჩოსთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

„დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო უახლოეს მომავალში, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდეს. ამის შესახებ წერს გაზეთი „სანი“.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა და კლუბმა უკვე შეათანხმეს პირადი კონტრაქტის ხანგრძლივობა, ხელფასი და გამოსასყიდი თანხის ოდენობა. ახლა, „იუნაიტედმა“ ტრანსფერის თაობაზე ოფიციალური წინადადებით უნდა მიმართოს „დორტმუნდს“.

ელოდებიან, რომ 20 წლის ინგლისელში გადახდილი თანხა სარეკორდო გახდება „მანჩესტერისთვის“. დღეისთვის ამ გუნდის ყველაზე მსხვილ ტრანსფერად მიჩნეულია პოლ პოგბას შეძენა 102 მილიონ ევროდ.

მიმდინარე სეზონში სანჩომ 35 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.