„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რეგილონის ტრანსფერი შეათანხმა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რეგილონის ტრანსფერი შეათანხმა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ და „სამეფო“ კლუბი სერხიო რეგილონის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკების აქტიურ ფაზაში არიან და შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ფაბრიციო რომანო.

ჟურნალისტის ინფორმაციით, მხარეები ძალიან ახლოს არიან ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებასთან და უახლოეს მომავალში რეგილონი მანჩესტერელების ღირსებას დაიცავს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერხიო რეგილონი ინგლისში წასვლას „სევილიაში“ დაბრუნებას ამჯობინებდა და ეს გარემოება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერის განხორციელებაში პრობლემას უქმნიდა.