„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ქულები დაკარგა - პრემიერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ქულები დაკარგა - პრემიერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ ბოლო ადგილზე მყოფ „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მატჩის 23-ე წუთზე ბრაინმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი თავით დე ხეას კარისკენ გაგზავნა და ანგარიში გახსნა. გოლის შემდეგ „წითელი ეშმაკები“ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ბურთის ფლობაშიც აისახებოდა, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. მომენტები „შეფილდსაც“ ჰქონდა, მაგრამ გოლი ვერც უაილდერის გუნდს გაჰქონდა. საბოლოო ჯამში 64-ე წუთზე​ სოლსკიაერის გუნდმა ანგარიში კუთხურიდან გაათანაბრა, გოლის ავტორი კი ჰარი მაგგუაიერი აღმოჩნდა, რომელმაც თავური დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე ბურკემ დააფიქსირა, რომლის დარტყმულიც ტუანზებეს მოხვდა, ესპანელ მეკარეს კი ამ ბურთის აღება გაუჭირდა.

20-ე ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგას ახალი ლიდერი ჰყავს. „მანჩესტერ სიტი“, რომელსაც სხვა გუნდებთან შედარებით ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, 41 ქულით პირველ ადგილზეა და „იუნაიტედს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს, 28 იანვარს შედგება. ერთმანეთს ლონდონის „ტოტენჰემი“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.