„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს დაუმიზნა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს დაუმიზნა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესს გამოთქვამს „ბენფიკას“ ფორვარდის კარლოს ვინისიუსის მიმართ.

აღნიშნავენ, რომ ინგლისური კლუბი, ჯერჯერობით აკვირდება ფეხბურთელს და ოფიციალურად არ მიუმართავს პორტუგალიური მხარისთვის ტრანსფერის თაობაზე.

უფრო ადრე, 25 წლის ფეხბურთელზე საკუთარი ინტერესი დააფიქსირა „ლივერპულმა“.

ვინისიუსმა პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში 15 გოლი გაიტანა და ლიდერობს ბომბარდირთა დავას.