„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას შეიძლება მოკლევადიანი კონტრაქტი შესთავაზოს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას შეიძლება მოკლევადიანი კონტრაქტი შესთავაზოს #1TVSPORT

ცნობილი ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა მარტიდან ისევ შეძლებს ფეხბურთის თამაშს. დოპინგის მიღებისთვის დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელს, შეიძლება, კარიერის გაგრძელების დაუჯერებელი ვარიანტი გამოუჩნდეს.

ირკვევა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ სერიოზულად განიხილავს პოგბასთვის მოკლევადიანი კონტრაქტის შეთავაზების ვარიანტს. ხელშეკრულების თანახმად, ფრანგ ფეხბურთელს მოუწევს მკაცრი მოთხოვნების შესრულება ვარჯიშებისა და მოედნის მიღმა ქცევის მხრივ.

ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა კონტაქტი პოგბასა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის. ფრანგი ამ კლუბში 2016-22 წლებში თამაშობდა.