„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას ფასი მოუმატა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პოლ პოგბას ფასი მოუმატა

„მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, კლუბი პოლ პოგბას 150 მილიონ ფუნტ სტერლინგად აფასებს, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN). პიროვნება, რომლის ვინაობა არ სახელდება, აცხადებს, რომ ამის შესახებ ინგლისური კლუბის მესვეურები ჯერ-ჯერობით საჯაროდ არ საუბრობენ.

თავად ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს და მსურველებიც არ აკლია: მისით „იუვენტუსი“ და „რეალ მადრიდი“ არიან დაინტერესებულნი. მიუხედავად ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი აცხადებს, რომ პოგბას გაყიდვას მათ ვერავინ აიძულებს.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ფრანგ ფეხბურთელს „იუნაიტედთან“ მიმდინარე კონტრაქტი სამი წლის შემდეგ ეწურება.